მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროკურატურას მიმართა

15 აგვისტო 2017, 00:00 2053 ნახვა

მთავარ პროკურატურაში არ აკეთებენ კომენტარს, მოახდენს თუ არა საგამოძიებო უწყება რეაგირებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გუშინ შეტანილ განცხადებაზე.

შეგახსნებთ, ბექა ბასილაიამ პროკურატურაში განაცხადი შეიტანა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. ბასილაია მიიჩნევს, რომ საჭიროა დაიკითხოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და დადგინდეს სატელეფონო საუბარში მონაწილე პირების ავთენტურობა. სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რომ თუ პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს, გამოაშკარავდება პროკურატურისა და მღებრიშვილის მიზნები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი