კვლავ აქტუალურია მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები. ოპოზიცია მაჟორიტარულის გაუქმებას და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს, მმართველი გუნდი კი უმცირესობასთან შეთანხმების შემთხვევაში ბარიერის ერთჯერადად გაუქმებას გეგმავს – ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მიზანი უმცირესობის ერთსულოვნების დაშლაა. რას გულისხმობს ე.წ. ბუნებრივი ბარიერი და როგორი შეფასებები მოჰყვა დღეს საკითხს?