მომავალი წლიდან საჯარო სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება. გეგმის ძირითადი პრინციპი ორიენტირებულია მოსწავლესა და სასწავლო შედეგზე. დოკუმენტი განსაზღვრავს, რა და როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. გეგმის დანერგვა დაწყებითი საფეხურით პირველ-მეექვსე კლასებში იგეგმება და 2017--2023 წლებით განისაზღვრება. რევიზირებული დოკუმენტის დეტალები საზოგადოებას განათლების ახალმა მინისტრმა გააცნო.