ანტისანიტარია კომახიძის ქუჩაზე, ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაუწმენდავია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავი სამ დღეზე მეტია არ გაუტანიათ და მძაფრი სუნია. სანდასუფთავების სამსახურში განმარტეს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც დასუფთავების სამსახურის მანქანები ტერიტორიაზე შესვლას ვერ ახერხებდნენ.
მას შემდეგ რაც ადგილზე მთავარის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, შესაბამისმა სამსახურებმა ნაგავი გაიტანეს.