ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ძირითადად მოქალაქეების მიერ შეტანილ განცხადებებზე იმსჯელეს, რაც სეზონურად სავაჭრო და სხვადასხვა ტიპის ტურისტული ობიექტების განთავსებისთვის ნებართვის მიღებას ეხებოდა.
ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ საჯარო განცხადებები საკრებულოს დროულად უნდა განეხილა, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეები გამგეობას ეტაპობრივად მიმართავენ. სხდომას გამგებელი და მისი მოადგილე არ ესწრებოდნენ, რის გამოც, ნაციონალურმა მოძრაობამ დარბაზი დატოვა.