სწორედ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში.
ნიუ იორკში გაერო-ს წევრების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ როგორი ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული აგრესიიდან ცხრა წლის შემდეგ.