არდაგნის ტბის პრობლემა

10 აგვისტო 2017, 00:00 2870 ნახვა

საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის მთავრობას დაქვემდებარებული გარემოს დაცვის სამმართველო და ქალაქის მერია – არცერთი უწყება არ გვცემს პასუხს რა ხდება არდაგანის ტბაში. წყალმა ბოლო რამდენიმე დღეა ფერი შეიცვალა, ზედაპირის ნაწილი მწვანე წყალმცენარეებითაა დაფარული.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ათობით ათასი ლარი დახარჯა და ტბა გაწმინდა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი აღარ აქვს თანხა იმისთვის, რომ შეისწავლოს. პარალელურად ციანობაქტერიებია მომრავლებული ნურიგელის ტბაში. აქ თევზაობა აკრძალული არაა, თუმცა არც რეკომენდებულია.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში