საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს_განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტების რაოდენობის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება.
ამასთანავე პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე - მაშველებს და მოქალაქეებს, რომლებიც მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.