რატომ არ გადაეცა ამბულატორიებს მანქანები?

09 აგვისტო 2017, 00:00 2988 ნახვა

მაღალი გამავლობის ავტომანქანები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს ამბულატორიებისთვის გადასცა, ქობულეთის გამგეობას პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის არ დაურიგებია.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ირწმუნება, რომ მმართველი გუნდი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მანქანების გადაცემას წინასაარჩევნოდ აპირებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავტომანქანები  მუნიციპალიტეტს გადაეცა, მისი  გადანაწილება კი გამგეობამ უნდა უზრუნველყოს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი