„მე ვიცი, რომ მშვიდობა უკეთესია, ამიტომ მზად ვართ ომისთვის”, ”ძალა ერთობაშია” ამ შინაარსის ბანერებით ხელში რიგითმა მოქალაქეებმა რუსეთის ქმედებები გააპროტესტეს. მათ მათ ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს. აქციაში პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეები ასევე პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ გმირებს.