საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა, რადგანაც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.