გმირთა ხეივანში ყვავილები მიიტანეს

07 აგვისტო 2017, 00:00 2327 ნახვა

ხვალ, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, აგვისტოს ომში დაღუპულთა სკვერში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება. მის მოწყობაში, ესკიზთან ერთად, ბათუმის  მერიამ 100 ათას ლარზე მეტი დახარჯა.

დღეს მემორიალი ყვავილებით “ევროპული საქართველოს” წევრებმა შეამკეს. ცოტა ხნის წინ დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც. აგვისტოს ომში აჭარიდან 17 მებრძოლი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. რუსეთ-საქართველოს ომსა და ავღანეთში დაღუპული მებრძოლების ოჯახები ხვალ ერთჯერადად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი