აჭარის სანაპირო ზოლიდან ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება დაიწყო, რის გამოც აჭარაში უკვე ძლიერი ქარია. დღის მეორე ნახევრიდან ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდება, აღმოსავლეთის ძლიერ ქარს დასავლეთის ძლიერი ქარი შეცვლის - 20-25 მეტრი წამში.
ხვალ, 29 ივლისს, კი დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ძლიერი. ტემპერატურა დღევანდელ მონაცემებთან შედარებით 10 გრადუსით დაიკლებს და იქნება +22 +27 გრადუსი.