ვისთვის რა გამოკვეთა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის პოლიტიკურმა ნაწილმა? ოპოზიცია გამოკითხვას იწონებს, მთავრობა კი არ ენდობა. დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ გადაწყვეტილი ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს.
გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, თანამდებობის არქონის მიუხედავად კვლავ მთავარი ფიგურაა, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს.
კიდევ ერთი კითხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებას ეხებოდა, რაზეც მოქალაქეები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.