სამართალდამცავებმა აჭარაში ნარკოტიკი ამოიღეს

26 ივლისი 2017, 00:00 3691 ნახვა

სამართალდამცავებმა  სარფის  სასაზღვრო გამშვებ  პუნქტში განსაკუთრებით  დიდი  ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით  ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი