წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით მხოლოდ შვიდმა დეპუტატმა ისარგებლა. ასევე მხოლოდ რამდენიმე დეპუტატია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ინიციატივების ავტორი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოდან.
მესამე მოწვევის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა და კვლევის დეტალები დღეს ჟურნალისტებს გააცნო.