ქობულეთის საკრებულოს სხდომა

07 ივნისი 2016, 00:00 4123 ნახვა

ხმაური ქობულეთის საკრებულოში. სხდომის დაწყებამდე ოპოზიციამ დღის წესრიგში რამდენიმე საკითხის შეტანა მოითხოვა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ნაციონალური მოძრობა და ბურჯანაძე დემოკრატები იპოთეკით დაზარალებულების საკითხის განხილვას და ტურისტული სეზონის შესახებ გამგებლისგან ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ. ასევე სოფელ ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებისათვის ხელფასების გაუცემლობის საკითხის განხილვას მოითხოვდნენ. ქობულეთის გამგებელი განმარტავს, რომ კერძო კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული დავა სამამართლომ უნდა გადაწვყვიტოს.. უწყებას სხვა ბერკეტი არ აქვს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში