ორ დღეში აჭარის ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში გერიატიული განყოფილება გაიხსნება, სადაც 65 წელს გადაცილებულ პაციენტებზე სადღეღამისო ზრუნვა განხორციელდება. განყოფილება 50 პაციენტზე იქნება გათვლილი. 2018 წელს კლინიკის საცხოვრისის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საავადმყოფოს ამბულატორიულ განყოფილებას ათას 200 პაციენტის მიღება შეეძლება.
ამის შესახებ დღეს თბილისში აჭარის ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს და ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2017-2019 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრეს. ორივე საავადმყოფო, კერძო მფლობელობაში გადავიდა. შეხვედრისას აღნიშნეს, რომ პრიორიტეტების დაგეგმვისას სახალხო დამცველის, ევროკავშირის და ევროსაბჭოს კონვენციის თანახმად მიღებული რეკომენდაციები და შენიშვნები გაითვალისწინეს.