შეზღუდვები ელექტრომომარაგებაში

10 ივლისი 2017, 00:00 1994 ნახვა

ელექტრომომარაგებაში შეზღუდვებია. ხვალ, 14-დან 19 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ბათუმში: ინასარიძის, აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებს. 10-დან  18-საათამდე განთიადსა და მახინჯაურს. ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლებს: თხილნარს, ჩიქუნეთს, ჩხუტუნეთს და აღმართს.

მაღალმთიან აჭარაში 6-დან 18 საათამდე  სოფლებს: ხიხაძირს, კვატიას, ყინჩაურს, ნენიას, სხეფს, კოლოტაურს, აგარასა და პირველ მაისს,  შუქი არ მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი