კვირიკაშვილი: “ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა ფიქსირდება”

06 ივნისი 2016, 00:00 6050 ნახვა

საქართველოში, მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.   მაისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით,  ხოლო ტურისტების - ვინც, საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება - 24, 3%-ითა გაზრდილი. მონაცემების შესახებ განცხადება  პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეზობელი ქვეყნების გარდა, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში