აჭარის დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში გრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრებს სამი დღეა მართავენ.
მხარეებს შორის სავაჭრო ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიწვევით ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო.