რუსეთი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობას ეხმაურება

08 ივლისი 2017, 00:00 2186 ნახვა

,,თბილისისა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერებამ ორივე ერისთვის ობიექტურად სასარგებლო პროცესი შეიძლება გაწყვიტოს”-წერია განცხადებაში, რომლსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების მტრული რიტორიკის გახშირება სულ უფრო ეწინააღმდეგება სავაჭრო, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გამყარების ტენდენციას.

თუმცა ამასთან აცხადებენ, რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობისა და ორმხრივი კავშირების ნორმალიზება. ინფორმაციაში საუბარია, აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალებზე. რუსეთის საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ ტრადიციულად, შეხვედრაზე ქართულ-რუსული კავშირების განვითარების ისეთ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც არის შესაძლებელი - ვაჭრობა, ტრანსპორტი და  ჰუმანიტარული კავშირები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი