67 ათასი ლარის ზარალი მიადგა 11-12 მარტის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს აჭარის საპატრულო პოლიციას.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, დაზარალებულის სტატუსით დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოკითხეს, რომელიც ამბობს, რომ ავტომანქანების გარდა, დაზიანდა და დაიკარგა უწყების სხვა კუთვნილი ნივთები, რომელთა ნაწილი დამწვარ მანქანებში იყო.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა კიდევ ერთხელ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულები კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.