ბათუმის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი

07 ივლისი 2017, 00:00 3728 ნახვა

სამი საათია ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 9 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანელ პროცესზე დაზარალებულის სტატუსით აჭარის საპატრულო პოლოციის დეპარტამენტისა და მერიის თანამშრომლები  დაიკითხნენ, მათ აქციის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის შედეგად უწყებას 67 ათას 261 ლარის ზარალი მიადგა. მათ შორის დაიწვა დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილები და დაიკარგა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სხვადასხვა სამუშაო ნივთი.

მერიის წარმომადგენელის ინფორმაციით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რამაც 130 ათას ლარი შეადგინა. დაზარალებული მხარე ზარალის ანაზღაურებას იმ პირებისგან ითხოვს, რომლებსაც სასამართლო დამნაშავედ ცნობს. დღეს დაიკითხებიან ის ექსპერტებიც, რომლემბაც ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე დასკვნები წარმოადგინეს. ამ დრომდე პროცესზე 8 პირი დაიკითხა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი