პრეზიდენტი სტრასბურგსა და ბრიუსელს ეწვევა

06 ივნისი 2016, 00:00 3774 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი 6--7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს დღეს განიხილავს.  კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრება. სადაც 8-9 ივნისს, დაგეგმილია შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისართან.

ამავე კატეგორიაში