აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეორგოლი „მე ვარ ბათუმი“ დამზადდა.
16-ვე სამიზნე ქვეყანაში პოტენციური ტურისტები, რეგიონის სამთო და საზღვაო კურორტების შესახებ ინფორმაციას მსგავსი კლიპების საშუალებითაც მიიღებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს 4 საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიღო.