უსინათლოები დახმარებას ითხოვენ

03 ივლისი 2017, 00:00 3221 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია "უსინათლოთა ხმის" წევრებმა დღეს აქცია გამართეს. ისინი საქართველოს უსინათლოთა კავშირს დახმარებას სთხოვენ. მათი განმარტებით, წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, 12 ლარს იღებენ. 

"საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის" ბალანსზე 8 ათას 500 მეტრი მიწის ნაკვეთია. ტერიტორიის დიდი ნაწილი შენობა-ნაგებობებს უჭირავს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებს კომერციული ფართები გაქირავებული აქვთ. მათი მოთხოვნაა შემოსავლებიდან ნაწილი მათ მოხმარდეს.

ორგანიზაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე აცხადებს, რომ წელიწადში ერთხელ, 50 ლარიან დახმარებას გასცემენ. თუმცა ეს ორგანიზაციაში რეგისტრირებულ ყველა პირს არ ეხება. საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის, რევაზ მაისურაძის თქმით, სხვა ფილიალებთან შედარებით  აჭარაში უკეთესი მდგომარეობაა. იგი ირწმუნება, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული თანხა კავშირის წევრებზე ნაწილდება. ფართების გადაცემა კი ,უსინათლოთა ხმის’’ წევრებისთვის არ იგეგმება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი