რას ელოდება მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან

01 ივლისი 2017, 00:00 2194 ნახვა

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ და მოსაზრებებს ისმენენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრები.  დღეს ისინი ხულოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. 

როგორც გაირკვა მაღალმთიანი აჭარის მკვიდრები მაუწყებლისგან მათი პრობლემების კიდევ უფრო აქტიურად გაშუქებას, ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობასა და გასართობ გადაცემებს ითხოვენ. მათ ასევე ჰქონდათ შენიშვნებიც. ფიქრობენ, რომ “შუახევჰესით” გამოწვეულ პრობლემებს ეთერში უფრო  მეტი დრო უნდა დათმობოდა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, არხისთვის მაყურებლის მოსაზრებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2017-2018 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტის განხილვა გაგრძელდება. მრჩეველთა საბჭოს წევრები მორიგ შეხვედრებს ქედასა და შუახევში გამართავენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი