“მზიურის” გასხვისების საქმეს პროკურატურა სწავლობს

30 ივნისი 2017, 00:00 2806 ნახვა

საეჭვო ხელშეკრულება – აუდიტის სამსახურმა აჭარის ფინანსთა სამინისტროს და კომპანია “სტატოტელს” შორის გაფორმებული დოკუმენტი, პირობები, ზოგადად საქმე შესასწავლად პროკურატურას გადასცა.

მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ “მთავარს” უთხრა, რომ არსებობს კერძო ინტერესის გამოკვეთის რისკი. მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, მახინჯაურში “მზიურის” და “გოგირდის აბანოების” ტერიტორია, გასულ წელს გაასხვისა. კომპანია “სტატოტელმა” ხელშეკრულების გაფორმებიდან, რამდენიმე კვირაში მოითხოვა გაყიდვის და იპოთეკით დატვირთვის უფლება.

იყო თუ არა კერძო ინტერესი? ამას ზურაბ პატარაძე უარყოფს, პროკურატურა კი საქმეს იძიებს. აქვე, “სტატოტელს” დარღვეული აქვს პირობები, ხელშეკრულების თანახმად არ აქვს გადახდილი საინვესტიციო თანხა. ნაყიდ ტერიტორიებზე სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო, თუმცა სასტუმროს მშენებლობის მიზნით არა, იქ გზა გაიყვანეს, ამ გზის გავლით კი დენდროლოგიური პარკისთვის ხეები გაიტანეს. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი