ჯანი ბუკიკიო:

29 ივნისი 2017, 00:00 3297 ნახვა

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი  აცხადებს, რომ იმედგაცრუებულია. ჯანი ბუკიკიოს მთავარი გზავნილია, რომ პარტიები კომპრომისზე წავიდნენ.  ის მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.  

"საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ.  ეს კარგი  პროექტია, მისი გაუმჯობესება შეიძლება. ჩვენი რეკომენდაციების შემდეგ რიგი ცვლილებები იყო შეტანილი, ცვლილებები რომელიც არ მიიღო სხვა პოლიტიკურმა ძალებმა. მე მოვუწოდებ მხარეებს კომპრომისი  გამოძებნონ, რათა კონსესუსს მიაღწიონ  იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური  იყოს." - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

 ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს. ჯანი ბუკიკიო დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი