საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ხვდება

29 ივნისი 2017, 00:00 1768 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს ხვდება. შეხვედრას   პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებიც ესწრებიან. მედიისთვის კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა  ცნობილია, რომ განხილვის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებებია.

საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი შეხვედრას  ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს, მანამდე კი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა უკვე შედგა პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ამავე კატეგორიაში