გიორგი კვირიკაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება

29 ივნისი 2017, 00:00 2066 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია ექნება, -  ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებები.  ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილმა  ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლეობის მე-17 კონგრესის გახსნისას ისაუბრა.

 "დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული და დაბალანსებული კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლის გარანტიაა. საქართველომ 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად მიიღო კონსტიტუცია, სადაც საკმაოდ ბევრი ხარვეზი, შეუსაბამობა და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი არაერთი ნორმა იყო შეტანილი. სწორედ ამიტომ ჩვენმა პოლიტიკულმა გუნდა მოახდინა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცესის ინიცირება. უპრეცედენტო მასშტაბის სახალხო განხილვების საფუძველზე - პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში შეუმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგად, საქართველოს ექნება დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, დაბალანსებული კონსტიტუცია, რომელიც უზრუნვეყოფს სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის მოდელს, მკაფიოდ განაწილებულ პასუხისმგებლობებს ხელისუფლების შტოებს შორის. ძლიერ პარლამენტს თავისი ბუნებრივი როლით, პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად გამარტივებულ პროცედურებს, უფრო ეფექტურ მთავრობას, პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტებულ ფუნქციებს. ადამიანის, საზოგადოების დაცულობის უფრო მაღალ ხარისხს და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ცალსახად დაფიქსირებულ ქვეყნის საგრეო პოლიტიკურ არჩევანს. აუცილებლია გავითვალისწინოთ, რომ საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე სწორედ ჩვენი გუნდის პოლიტიკური  ნებით გადადის და ეს არის დიდი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს, როცა სხვა ხელისუფლებების პირობებში ეს საკითხი მსჯელობის საგნად იქცა, მაგრამ არც ერთი მათგანის პირობებში არ არსებობდა რეალური პოლიტიკური ნება, რომ ეს ცვლილება რეალურად განხორციელებულიყო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედების ვადაზეც ისაუბრა, ''რაც შეეხება თარიღს, აღნიშნულ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია გარდა 2024  წელთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ  ევროპის საბჭომ ეს ძირითადი ცვლილებები საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა,  საბოლოო წარმატებისთვის ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას და ასევე პოლიტიკურ დიალოგს ადგილზე.''

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი