''დინამო'' ევროპის შესარჩევი მატჩისთვის ემზადება

28 ივნისი 2017, 00:00 2954 ნახვა

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბათუმის "დინამო" ნაცვლად პოლონეთისა, პირველ შეხვედრას, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

პირველი მატჩი პოლონეთში უნდა გამართულიყო, თუმცა გრაფიკი შეიცვალა და ბათუმელები პოლონურ გუნდს ქუთაისში უმასპინძლებენ. თამაშს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში