კომისიამ ''ბათუმობის'' სცენარი კონკურსის გარეშე დაამტკიცა

28 ივნისი 2017, 00:00 3052 ნახვა

ფოტო: ''ბათუმობა'' 2016 წელი  

”კანონი არ გვავალდებულებს რომ კონკურსი გამოვაცხადოთ”  - ასე უპასუხა მერის მოადგილემ დეპუტატებს, რომლებმაც ''ბათუმობის'' დღესასწაულის ორგანიზებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვეს. 
საკრებულოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომისიამ  გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, რითაც  სხვა შემოქმედებითი ჯგუფების ინტერესები დაარღვია. მათ   ტენდერში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.

კომისიამ "ბათუმობის"  სცენარი კონკურსის გარეშე დაამტკიცა.

 დეპუტატმა ნინო ბერაძემ ყურადღებას ''ბათუმის კულტურის ცენტრის'' მუშაობაზე გაამახვილა. დეპუტატი აღნიშნავს რომ დღესასწაულისთვის სცენარი სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა შეედგინა. ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი კი განმარტავს, რომ ცენტრის მიერ დაწერილი სცენარი დაიწუნეს, უპირატესობა  კი კერძო რეჟისორის პროექტს  მიენიჭა.

წელს "ბათუმობის" დღესასწაულისთვის 382 ათასი ლარი დაიხარჯება.მერის მოადგილე აცხადებს, რომ ფესტივალი განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.

  

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი