ცვლილებები კონსტიტუციურ კანონში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

24 ივნისი 2017, 00:00 2137 ნახვა

114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი კონსტიტუციურ კანონს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. ცვლილების მიზანია  სამართლებრივი ხარვეზების გასწორება,  უფლებამოსილებებისა და ინსტიტუციური მოწყობის მოწესრიგება. დარეგულირდება უმაღლესი საბჭოს, მთავრობის ფორმირებისა და მთავრობის თავმჯდომარის არჩევის და გადაყენების საკითხები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს სამივე მოსმენით მიიღებენ, აჭარის უმაღლესმა საბჭომ 6 თვეში ორგანული კანონი უნდა შეიმუშაოს. აჭარის სტატუსის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში