ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. მისი კანდიდატურა სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. აქამდე კობიძე საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება. კობა კობიძის კანდიდატურა სპეციალურმა კომისიამ სამი კანდიდატიდან აირჩია.