''ჯარა'' - პრემიერა 

17 ივნისი 2017, 00:00 2142 ნახვა

დოკუმენტური ფილმ „ჯარას“ პრემიერა გაიმართა კინოთეატრ "აპოლოში". დოკუმენტური ფილმი კომპანია „ეკო ფილმმა” აჭარის მთებში მოგზაურობის შედეგად ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულება აღწერა.

გადაღებები მაჭახლის ხეობში, ჩირუხის მთაში, მერისსა და სხვა სოფლებში მიმდინარეობდა. ფილმის მთავარი მოქმედი გმირი მერისის მცხოვრები გივი თურმანიძეა, რომელიც ველურ ბუნებაში თაფლს ამზადებს. ასევე  ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები.

ჯარა ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული. ფილმის პრემიერას თურმანიძეების ოჯახიც ესწრებოდა. ჩვენების შემდეგ ოჯახს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის გამოსახდელი აპარატი და მეფუტკრის სრული ეკიპირება საჩუქრად გადასცა. 

ამავე კატეგორიაში