აჭარის რაგბის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

16 ივნისი 2017, 00:00 3769 ნახვა

აჭარის რაგბის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. საქართველოს რაგბის კავშირის აჭარის ფილიალი  ზურა დოლიძემ ჩაიბარა, რომელმაც ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ჩავლეიშვილი ჩაანაცვლა.

აჭარის სარაგბო კლუბების ხელმძღვანელებმა, სპორტსმენებთან ერთად ბრიფინგი გამართეს. ისინი ამბობენ, მათ ახალი პრეზიდენტის დანიშვნების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სოციალური ქსელიდან გაიგეს. აცხადებენ, რომ დოლიძის მიმართ პრეტენზიები არა აქვთ, თუმცა უკმაყოფილებას საქართველოს რაგბის კავშირის მიმართ გამოთქვამენ, რადგან ძველ ხელმძღვანელთან 4 წლიანი სამუშაოს შეჯამება ვერ მოახერხეს და არც ზურა დოლიძის სამომავლო გეგმებს იცნობენ. ირაკლი ჩავლეიშვილი პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი