ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა - შეფასებები პარლამენტში

16 ივნისი 2017, 00:00 2185 ნახვა

ვენეციის კომისიაში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ დასკვნაზე მსჯელობენ. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე. სხდომას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძეც ესწრება. მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდა. კომისიის რეკომენდაციაა, საქართველომ ე.წ. ბონუსსისტემისთვის ზედა ზღვარი დააწესოს. საქართველოს ხელისუფლება კი გეგმავს, ზედა ზღვრის გარდა, ქვედა და ფარდობითი ზღვარი დაადგინოს. ცნობილია, რომ საქართველო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას სრულად ითვალისწინებს და 37-ე მუხლს კონსტიტუციაში ახლებურად აყალიბებს. იარსებებს ასევე ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს.

პლენარული სხდომა ვენეციის კომისიასთან რეკომენდაციები და მოლოდინები. კომენატრები პალრმანეტში გაკეთდა. დეპუატტების პოზიციებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი