მაჭახლის ხეობის სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭოთ - საკითხზე საქართველოს მთავრობა სავარაუდოთ მომავალ კვირაში იმსჯელებს.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღოს.