პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია

11 ივნისი 2017, 00:00 1742 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის I კვარტალში 403.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია.

მიმდინარე წლის ამ პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი აზერბაიჯანია 24.1 პროცენტით, მეორე ადგილზე - თურქეთი 20.2, ხოლო მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 19.8 პროცენტით. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი