“ევროპული საქართველოს'' განცხადება

10 ივნისი 2017, 00:00 2860 ნახვა

“ევროპული საქართველო” ბათუმში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებს. პარტიის წევრის ნუგზარ მგელაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქალაქში მომრავლდა ისეთი შენობა-ნაგებობები, რომლებიც არქიტექტურულ სტილში არ ჯდება და მათი მშენებლობისთვის ნებართვების გაცემა ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს.

ნუგზარ მგელაძის განცხადებას ბათუმის მერიაში ზეპირი განმარტებით გამოეხმაურნენ. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მშენებლობებზე ნებართვების გაცემა კანონის დაცვით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით ხდება და შესაბამისად პრეტენზიებიც უსაფუძვლოა.     

ამავე კატეგორიაში