''თავისუფლება მუსტაფა ემრე ჩაბუქს!'' – დაკავებული თურქი მასწავლებლის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა. “არ გადაეცეს ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას” - ეს აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, იგი შესაძლოა თურქეთის ციხეში წამების მსხვერპლი გახდეს.
პედაგოგის დაკავების მსგავსად, “თურქეთის მოთხოვნას” უკავშირებს შაჰინის სკოლის დირექტორი სასწავლებლისთვის ლიცენზიის გაუქმებასაც. მიანიჭებს თუ არა ხელისუფლება დემირელის კოლეჯის მენეჯერს ლტოლვილის სტატუსს, ჯერჯერობით უცნობია. ამ შემთხვევაში მისი ექსტრადირების პროცესი შეწყდება.