პარლამენტი საკონტიტუციო პროექტის განხილვებს იწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. მისივე თქმით, განხილვის შედეგებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, პროექტში რიგი ცვლილებები შევა. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 16 ივნისს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც დოკუმენტის საკომიტეტო განხილვები გაიმართება.