აფგან მუხთარლის საქმე

04 ივნისი 2017, 00:00 2468 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებიდან ხუთი დღის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი, ქვეყნის იმიჯს აზიანებს.

იქვე განმარტავს, რომ მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნაა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახს იუსტიციის სამინისტრომ ყველანაირი სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა, ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობის“, მინიჭება გამონაკლისის სახით, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.

აფგან მუხტარლის მეუღლე კი საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარს ამბობს, რადგან ფიქრობს, რომ იმ ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, სადაც ჟურნალისტის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადაყვანა ფარულად ხდება, არ შეიძლება. უმრავლესობის წევრები კი ფიქრობენ, რომ პრემიერის ინიციატივა დროული და პოზიტიურია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი