ლონდონში განხორციელებულ თავდასხმებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რუდის თქმით, დიდი ალბათობით ტერაქტი, რადიკალმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყვეს. ქვეყანაში კი ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე კვლავ მოქმედებს.
ლონდონის ხიდსა და ბორო მარკეტზე თავდასხმებისას დაღუპულთა ხსოვნას სამეფო ოჯახმა პატივი მიაგო. გარდაცვლილებისთვის ილოცა რომის პაპმა ფრანცისკემ. დღესვე, ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნასთან დაკავშირებით ეიფელის კოშკს ჩააბნელებენ. მომხდარი დაგმეს ეუთოში. ბრიტანელი ხალხის თანადგომის ნიშნად ევროკავშირის შენობაზე დროშები დაუშვეს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ტერაქტებს საერთო ღირებულებებსა და თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა და წევრ ქვეყნებს ტერორიზმთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა.