ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

04 ივნისი 2017, 00:00 2048 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლონდონში მომხდარი ინციდენტისას საქართველოს მოქალაქეების არ დაზარალებულან. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი, +44 78 72 06 48 30  ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, “ლონდონ ბრიჯსა” და “ბოროუ” მარკეტის ტერიტრიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. შეგახსენებთ, ლონდონში მომხდარ თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით კი დაშავდა. ლონდონის ხიდთან გუშინ, მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დანით შეიარაღებული სამი პირი „ბოროუ მარკეტის“ ტერიტორიაზე მოქალაქეებს თავს დაესხა. სამივე მათგანი ლიკვიდირებულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი