დღეს პოლიციის დღე აღინიშნება. თარიღი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარედ აღინიშნა. პოლიციელებს პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართეს/. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წელს გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში.