საოლქო-საარჩევნო კომისიებმა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს | ქობულეთი

15 ოქტომბერი 2025, 14:01 129 ნახვა

არჩევნების შედეგები შეაჯამეს ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ოქმის საბოლოო მონაცემები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ქობულეთის მერი "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო" კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე გახდა, რომელმაც ხმათა  92,30% მიიღო. 

პროპორციული სიის მონაცემებით, ქობულეთის საკრებულოში ქართულ ოცნებამ 14-მანდატი მიიღო, ლელო ძლიერი საქართველომ 1-მანდატი, რაც შეეხება გახარია საქართველოს 4% ბარიერი ვერ გადალახა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში