საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრთა კაბინეტის გამოცხადებიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები მისი მთავრობის დამხობით დაიმუქრნენ, თანამდებობა დატოვა.
მისი გადადგომა მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო, რაც საფრანგეთის პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.
ლეკორნუ პრემიერ-მინისტრი მხოლოდ 27 დღის განმავლობაში იყო. მისმა მთავრობამ მხოლოდ 14 საათი იარსება. ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა ერთობამ“ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე